თინა ბოკუჩავა - „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენა ბოლო შანსი - რუსეთსა და ევროპას შორის, რუსეთი აირჩიეს და ამით ხელი მოაწერეს ქვეყნის ღალატს - ოპოზიციამ ჩვენი ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ

როგორც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ „ქართული ოცნების" მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთსა და ევროპას შორის, რუსეთი აირჩია.

„დღეს ივანიშვილის დეპუტაციას ჰქონდა ბოლო შესაძლებლობა, რომ ხელი არ მოეწერა ქვეყნის ღალატზე, დამდგარიყო ისტორიის ნათელ მხარეს, მაგრამ დღესაც მათ არ გამოიყენეს ეს ბოლო შანსი და თავისუფლებასა და მონობას შორის მონობა აირჩიეს; რუსეთსა და ევროპას შორის, რუსეთი აირჩიეს და ამით ხელი მოაწერეს ქვეყნის ღალატს.

ჩემი აზრით, როგორც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია, რადგან ამხელა გამოწვევის წინაშე, ევროპული გამოწვევის წინაშე, დღეს საზოგადოების მთავარი დაკვეთა რუსული მთავრობის გასტუმრებასთან ერთად არის ოპოზიციურ ფრონტზე ერთობა", - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს