ხატია დეკანოიძე - პირობას ვდებ, ვფიცავ, რომ მე როგორც ერთი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, დედა, შვილი, თქვენი მეგობარი და თანამებრძოლი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ესენი გავისტუმროთ!

პირობას ვდებ, ვფიცავ, რომ მე როგორც ერთი ადამიანი, საქართველოს ერთი მოქალაქე, დედა, შვილი, თქვენი მეგობარი და თანამებრძოლი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ესენი გავისტუმროთ! - ასე მიმართა პარლამენტის წინ შეკრებულ აქციის მონაწილეებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძემ აქციაზე უმრავლესობის წევრების სია წაიკითხა და ის დეპუტატები დაასახელა, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს.

“რაც ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში გამოვიარეთ და რაც თქვენ შეძელით, ის სიძლიერეა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება! - თქვენ ხართ გადამწყვეტი ამ ბრძოლაში!“, - მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილებს ხატია დეკანოიძემ. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით ( 4 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება