“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდშიც მიმდინარეობს

ზუგდიდში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები და საზოგადოების სხვა წევრები „ქართული ოცნების“ ოფისთან არიან შეკრებილი და აღნიშნულ კანონს აპროტესტებენ.

იქამდე, აქციის მონაწილეები საყვირებითა და საპროტესტო ტრანსპარანტებით მერიის შესასვლელ კარებთან იდგნენ, ამ ფორმით ხვდებოდნენ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან გამოვიდნენ.

მოგვიანებით კი, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერი „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, ასევე, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. ისინი სკანდირებდნენ „არა რუსულ კანონს“.

„ამ ქუჩებში არაერთხელ გაუვლია რუსულ ტანკებს და ჩვენი მოძრაობის მიზანია, რომ მომავალში არასოდეს გაიაროს. აქ უნდა იარონ ახალგაზრდებმა, პატარებმა, რომლებიც ამ ქვეყნის ნათელი მომავალი არიან. აქ უნდა იყოს განათლება, აქ უნდა იყოს კულტურა და არა რუსული ტანკი და რუსული რეჟიმი“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის ორგანიზატორებმა, მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ. მათი თქმით, აუცილებელია გაერთიანება, რადგან რუსეთში ცხოვრება არ უნდა დაუშვან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება