ირაკლი კობახიძე - საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად

საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს მოვლენების განვითარების, პრემიერმა უპასუხა რომ ელოდება პრაგმატულ მიდგომას.

„პირველ რიგში, მე ველოდები ყველას მხრიდან პრაგმატულ მიდგომას. პრაგმატულობა არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად. მიიღო სამართლებრივად და ყველა თვალსაზრისით სრულად გამართული კანონი.

არცერთი არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს ერთადერთი რამ არის, წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა, შეუძლებელია ასეთი კანონის წინააღმდეგ რამე არგუმენტი გქონდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს