პრემიერი - თუ გვინდა პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის აუცილებელია სამართლიანობა - კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს

თუ ჩვენ გვინდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის არის აუცილებელი სამართლიანობა. სამართლიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არგუმენტები არ გაქვს, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ის საქართველოს პარტნიორებისგან, მეგობრებისგან პრაგმატულ მიდგომას მოელის.

“რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს, მათგანაც ველით პრაგმატულ მიდგომას. უამრავი ყალბი განცხადება იყო, რომელიც კანონთან დაკავშირებით გავრცელდა. ბუნებრივია, ეს მათთვის ცუდ ფონს ქმნის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს, ამ კანონის დადებით მიზნებს და შინაარს. საბოლოო ჯამში, ეს არის ერთადერთი გზა, საერთო ინტერესების სათანადოდ რეალიზებისკენ. თუ ჩვენ გვინდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის არის აუცილებელი სამართლიანობა. სამართლიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არგუმენტები არ გაქვს, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება”, - აღნიშნა კობახიძემ.

ასევე, პრემიერი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობას” შესახებ კანონთან დაკავშირებით ყველას საჯარო დისკუსიის ფორმატს სთავაზობს.

“ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევთავაზოთ ყველას საჯარო დისკურსია. პროცესი დამთავრებულია, კანონი არის მიღებული, დღემდე, აბსოლუტურად, ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, იმიტომ, რომ არ ჰქონდათ არავითარი სიმყარე საკუთარ პოზიციებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ უნდათ დისკურსია კანონთან დაკავშირებით, მოვიდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ ამ კანონში რაიმე არის უარყოფითი. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს, ჩვენ კვლავაც არ ველით, რომ ასეთ დისკუსიასთან დაკავშირებით ღიაობა და მზაობა იქნება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დისკუსიისთვის იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ მართალი ვიყავით. სადაც ხარ მართალი, იქ არ გაურბიხარ დისკუსიას და სადაც სიმართლე არ იყო, სწორედ, იქ გაურბოდნენ შესაბამისი სუბიექტები დისკუსიას, მათ შორის ჩვენი უცხოელ პარტნიორები. ეს არ არის ორი მიდგომა, იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები განვითარდეს, არის უმნიშვნელოვანესი სამართლიანობა და ველით სწორედ, ასეთ სამართლიან დამოკიდებულებას, მიდგომას”, - განაცხადა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია