ირაკლი კობახიძე - ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას კანონთან დაკავშირებით და მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა გააგრძელეს მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არასწორი მოვლენაა

პოლიტიკური ოპონირება, როცა საქმე ეხება შიდა საკანონმდებლო საკითხებს, არის პოლიტიკური პარტიების საქმე ამ ქვეყანაში - კონკრეტული ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას ამასთან დაკავშირებით და მაინც გააგრძელეს ამ ფონზე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ელჩები იმიტომ გაექცნენ ამ დისკუსიას, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ ჰქონდათ კანონის წინააღმდეგ.

„პოლიტიკური უმრავლესობა შედგება იმ ამომრჩევლისგან, რომელმაც თავის დროზე აირჩია მოქმედი ხელისუფლება და დღესაც მხარს უჭერს მოქმედ ხელისუფლებას. ჩვენი რეიტინგი მას შემდეგ არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. საბოლოო ჯამში, დაახლოებით ემთხვევა ჩვენი პოლიტიკური ძალის რეიტინგი კანონის რეიტინგს, კანონის მიმართ მხარდაჭერის მაჩვენებელს, შესაბამისად, უმრავლესობას აქვს მკაფიოდ გამოხატული ნება ხელისუფლების და კონკრეტულად, კანონის მიმართ. ასეთ პირობებში ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიმოქმედოთ პოლიტიკური უმრავლესობის, შესაბამისი ამომრჩევლის ნების და ინტერესების შესაბამისად. ამასთან ერთად, მზად ვართ, მოვუსმინოთ პოლიტიკურ უმცირესობას და კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, როგორც მთავრობის მეთაური, რომ ნებისმიერ დროს, მოვიდნენ ნებისმიერი ჯგუფი, 10 – 15 კაცი, რამდენიც უნდათ, საჯარო დისკუსიაში მივიღოთ ერთად მონაწილეობა. თუ დაამტკიცებენ, რომ ამ კანონში რაღაც არის პრობლემური, კი ბატონო. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში ვიყავით ამისთვის მზად. ჯერ პირველი მოსმენითაც არ იყო კანონი მიღებული, რომ ელჩებს შევთავაზეთ საჯარო დისკუსია. მათი ქვეყნები გამოდიოდნენ და ოპონირებას ეწეოდნენ, როდესაც ეს მათი საქმე საერთოდ არ იყო. პოლიტიკური ოპონირება, როცა საქმე ეხება შიდა საკანონმდებლო საკითხებს, არის პოლიტიკური პარტიების საქმე ამ ქვეყანაში. ეს კონკრეტული ელჩებიც გაექცნენ საჯარო დისკუსიას ამასთან დაკავშირებით და მაინც გააგრძელეს ამ ფონზე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი მოვლენა. თუ სურდათ დისკუსიაში მონაწილეობის გაგრძელება, კეთილი ენებათ, ჩემთან ერთად დამსხდარიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ქართული საზოგადოების წინაშე საჯარო დისკუსიაში, რასაც გაექცნენ შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები, რაც ყველაფრის მაჩვენებელი იყო - იმიტომ გაექცნენ ამ დისკუსიას, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ ჰქონდათ კანონის წინააღმდეგ", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის