"ლელო" - ბრძოლა ქუჩაში გრძელდება და ეს აუცილებლად უნდა ითარგმნოს იმ ენერგიაში, რომელიც არჩევნების შედეგზე აისახება

ბრძოლა ქუჩაში გრძელდება და ეს აუცილებლად უნდა ითარგმნოს იმ ენერგიაში, რომელიც არჩევნების შედეგზე აისახება, - ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ლელოს“ კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც მზადაა გახდეს ამ ბრძოლის პოლიტიკური შემადგენელი.

„ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ის ეტაპი, რომელიც გაზაფხულიდან დაიწყო ქართველმა ხალხმა, დაასრულა "ქართული ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის ლოგიკური შედეგით: რუსულმა ხელისუფლებამ მიიღო „რუსული კანონი“, რომელიც ცივილიზებულ სამყაროსგან იზოლაციით, რუსულ ორბიტაზე დაბრუნებით ემუქრება ჩვენს ქვეყანას.

დღეს ბრძოლაში კიდევ უფრო გამობრძმედილი ქართული საზოგადოება ისევ აცხადებს პარლამენტის წინ, რომ იწყება ბრძოლა, ქართული სახელმწიფოებრივი სხეულიდან “ქართული ოცნების” მშვიდობიანი გზით ჩამოცილების ახალი ეტაპი, რომელიც 5 თვეში აუცილებლად საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.

"ლელო იქნება ამ ბრძოლის ავანგარდში და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, ლოგიკურად მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის და მისი მოღალატე ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების გარდაუვალ შედეგამდე.

რუსული მთავრობა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს.

ჩვენ ვწერთ ისტორიას, ვქმნით საქართველოს, სადაც რაშიზმის ადგილი არ არის. ეს არის იმ გზის დასაწყისი რომლის ბოლოც 26 ოქტომბერს საქართველოს, ქართული მომავლის გამარჯვებით დასრულდება.

"ლელო" ემზადება არჩევნებისთვის. ბრძოლა გრძელდება და ეს აუცილებლად უნდა ითარგმნოს იმ ენერგიაში, რომელიც არჩევნების შედეგზე აისახება. ეს გზა ერთად უნდა გავიაროთ და ბიძინას იმედები, რომ ჩვენი ენერგია გაიფლანგება უნდა იქცეს მის ყველაზე დიდი იმედგაცრუებად.

ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც მზადაა გახდეს ამ ბრძოლის პოლიტიკური შემადგენელი. პოლიტიკა არის ის რაც ხდება ახლა რუსთაველზე და არა ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა.

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ შეუქცევადია. ჩვენ ვართ ევროპული კულტურის, ევროპული წარსულისა და მომავლის ერი და აწმყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს შექმნა, აუცილებლად შეიცვლება ღირსეული, ევროპული მომავლით, რომელსაც ახლა რუსთაველზე მდგომი ადამიანები ქმნიან.

არ დავიღლებით საქართველოს სიყვარულით. ჩვენ დავიცავთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც დღეს საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ დაარღვია.

ქართველ ხალხს აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვიცით, რომ მათი რეაქცია იქნება მწვავე. საქართველოს მოქალაქეები არ არიან ამ ბრძოლაში მარტო. ჩვენს ქვეყანას 84 მოღალატე საბჭოთა კავშირში ვერ დააბრუნებს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ასიათასობით მარო მაყაშვილი იბრძვის.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!“,- ნათქვამია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო