პრეზიდენტი - 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ქვეყნის მომავალს, მომავალი ჩვენია - მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის

მე ამ საღამოს თქვენთან ვარ, 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას.

პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

„ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ ხომ დღეს და გაბრაზდით? - მაგრამ დავიწყოთ საქმე, საქმე არის რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება