ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება

ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება; შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რაც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა სირთულეები სხვადასხვა ეტაპზე პოლიტიკოსებთან, კონკრეტულ ბიუროკრატებთან, მაინც მოვახერხეთ პროგრესის მიღწევა ურთიერთობების დაახლოებით კუთხით, მათ შორის განსაკუთრებით ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად სერიოზული სირთულეებისა, მოვახერხეთ 4 პრინციპული ნაბიჯის გადადგმა. ბოლო იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. პოლიტიკოსები მიდიან, მოდიან, ბიუროკრატები მიდიან, მოდიან, მაგრამ ევროკავშირი რჩება. ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რაც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება