გარდაბნის მუნიციპალიტეტში  დღის ცენტრი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში დღის ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გახსნის ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე და კატასტროფების მართვის დეპარტამენტის უფროსი კახა მამულაძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა დვალიძე ესწრებოდნენ.

„უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის ცენტრის მიზანია 60 წლის ასაკის ზემოთ, გარდაბანში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს მათთვის ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის მომსახურების ხელმისაწვდომობაში დახმარებას, ასევე, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სოციალურ ინტეგრაციას და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას.

აღსანიშნავია, რომ „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა" განვითარების რეგიონული ორგანიზაცია CENN-ის პროექტის-სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა „სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მრავალ-აქტორული სამუშაო ჯგუფის" მიერ იქნა შემუშავებული.

„უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამით" გათვალისწინებულ მომსახურებას ბენეფიციარებს გარდაბნის ადგილობრივი ბიუჯეტით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გაუწევს.

გახსნას ასევე ესწრებოდნენ თბილისისა და ყვარლის ცენტრების ბენეფიციარები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის