მამუკა მდინარაძე - რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა -  გარე დავალების შემსრულებელი, სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია

რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ზურაბიშვილი აპირებს იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაზეც უკვე მთელი ქვეყანა შეთანხმებულია და რის შესახებაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი რამდენიმე წლის წინ გაკეთდა.

"რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რომელზეც მთელი ქვეყანა და საზოგადოება შეთანხმებულია, რომელსაც, სხვათა შორის, ნაცებმა ხმა საერთოდ არ მისცეს.

რა რეფერენდუმი, ვინმემ ან უთხარით, ან გაახსენეთ, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ჩანაწერი ჯერ კიდევ 7 წლის წინ შევიტანეთ კონსტიტუციაში", - წერს მამუკა მდინარაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე