მომიტინგეების ნაწილმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა

მომიტინგეების ნაწილმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა.

ტერიტორიაზე მათ სამართალდამცველები დახვდნენ მობილიზებული.

“ქართული ოცნების” ოფისთან მისვლამდე აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთი შეჩერდნენ, ხოლო შემდგომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

“მონებო!”, “რუსებო!”, - სკანდირებენ მომიტინგეები.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს