პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა.

მანამდე, აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დარჩა, პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.

პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა, რის შემდეგაც მათ “ქართული ოცნების” ოფისისკენ გადაინაცვლეს.

როგორც აქციის დასასრულს ორგანიზატორებმა განაცხადეს, მორიგი აქცია 2 ივნისს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება