სალომე სამადაშვილი - საჭიროა გამსხვილებული პოლიტიკური ცენტრების შექმნა ოპოზიციაში, არა უმეტეს სამისა

საჭიროა გამსხვილებული პოლიტიკური ცენტრების შექმნა ოპოზიციაში, არა უმეტეს სამისა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საჭიროა ასევე საერთო ოპოზიციური შეთანხმება მომავალი მთავრობის სამოქმედო გეგმაზე.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, რომ აუცილებელია პროტესტის მუხტის შენარჩუნება, ლოკალური, მცირე, საშუალო, თუ უფრო დიდი აქციებით.

„რეფერენდუმი ტარდება უკვე, 26 ოქტომბერს. მარტივი არჩევანია - ხაზავ 41-ს და ირჩევ რუსეთს, ან ხმას აძლევ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას და ირჩევ ევროპას.

აუცილებელია თუ არა, რომ მხოლოდ ერთ პრორუსულ ძალას და ერთ ოპოზიციურ ძალას შორის იყოს ეს არჩევანი? არა, რადგან ამ ქვეყნის ამომრჩევლის 90%-ს, ვისაც ევროპა უნდა, სხვადასხვა გემოვნება აქვს. ამ 90%-ს უნდა მიეცეს რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შორის არჩევანი. ეს არჩევანი ამავე დროს საკმარისად შეზღუდული უნდა იყოს, რომ ხმები არ დაიკარგოს და რუსებმა არ ჩაიდონ ჯიბეში.

ამიტომ საჭიროა:

1. გამსხვილებული პოლიტიკური ცენტრების შექმნა ოპოზიციაში, არა უმეტეს, 3-სა.

2. საერთო ოპოზიციური შეთანხმება მომავალი მთავრობის სამოქმედო გეგმაზე.

3. გასულ კვირებში დაგროვებული რესურსის, ადამიანურის და პოლიტიკურის - მიმართვა ფართო წინა საარჩევნო აქტივობებზე, კარდაკარ სიარული და ახსნა ყველა მოქალაქისთვის, რატომ უნდა მოვიდეს არჩევნებზე და არ შემოხაზოს 41! დამკვირვებლების ტრენინგის დიდი კამპანია, ემიგრაციის მობილიზაცია და ა.შ.

4. პროტესტის მუხტის შენარჩუნება, ლოკალური, მცირე, საშუალო თუ უფრო დიდი აქციებით.

ესაა, ჩემი აზრით, პრიორიტეტი,“ - წერს სამადაშვილი.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა