პაატა მანჯგალაძე - ჩემთვის პრეზიდენტის ინიციატივა გაუგებარია - რეფერენდუმი ჩაატარო საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს

ჩემთვის ეს ინიციატივა ნამდვილად გაუგებარია, იმიტომ, რომ რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, მისთვის რეფერენდუმი არჩევნებია, რომ რეჟიმი, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს, ჩამოაშორო ხელისუფლებას.

“სტრატეგია აღმაშენებელში” და არც ჩვენს პარტნიორებთან - “ნაციონალურ მოძრაობასთან” ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, მაგრამ როგორც ერთი ადამიანის და დეპუტატის პოზიციას გეტყვით ამ საკითხზე: ჩემთვის ეს ინიციატივა ნამდვილად გაუგებარია, იმიტომ, რომ რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს გზა გადახედვას არ ექვემდებარება და ვინც ამის მიღმა დააყენებს თავს, არჩევნები ისედაც რეფერენდუმი იქნება. ვისაც რუსეთი უნდა და საბჭოთა კავშირი, მონობა და ჭაობი ენატრება, აირჩევს “ქართულ ოცნებას”. [სალომე ზურაბიშვილი] შეიძლება უფრო მეტს ხედავს, ვიდრე მე. არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი, ჩემთვის რეფერენდუმი არჩევნებია, რომ რეჟიმი, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს, ჩამოაშორო ხელისუფლებას”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმე მივა და დაარწმუნებს მას, რომ ამით რამეს გადავარჩენთ, “ხელმოწერას არ დაამადლის”.

“თუ ვინმე მოვა და დამარწმუნებს, რომ ამით რამეს გადავარჩენთ, ხელმოწერას არ დავამადლი, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ რაიმეს სიცხადე და სიახლე მოგვიტანოს ამ ინიციატივამ”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი მზადაა, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: „გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა