შალვა პაპუაშვილი - რაც არის ქართველი ხალხის ინტერესებში, იმას აკეთებს ხელისუფლება და არა იმას, რაც არის სხვა ხალხის, სხვა ხელისუფლებების თუ სხვა ჯგუფების - სანქციები რუსულ სტილში საუბარი და ქართველი ხალხის დასჯა იქნება

რაც არის ქართველი ხალხის ინტერესებში, იმას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და არა იმას, რაც არის სხვა ხალხის, სხვა ხელისუფლებების თუ სხვა ჯგუფების, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, სანქციები რუსულ სტილში საუბარი და ქართველი ხალხის დასჯა იქნება, რასაც რუსეთი აკეთებდა.

„თუკი რომელიმე სხვა ქვეყანას უნდა, რომ შეუერთდეს ამ რიგს და ქართველ ხალხს რუსულ სტილში ელაპარაკოს, მათი არჩევანია, რას გააკეთებენ, მაგრამ ქართველი ხალხის მიერ კანონების მიღება იმისთვის, რომ თავი დაიცვას უცხოური გავლენებისგან და მისთვის გამჭვირვალე იყოს ეს გავლენები, ამის გამო უცხოელი რომ ზომებს მიიღებს იმის გამო, რომ მისი დაფინანსება გამჭვირვალე არ იყოს, ეს აჩვენებს ამ გადაწყვეტილების შინაარს, რომ არაკეთილსინდისიერია, თუკი ასეთზე ვინმე ფიქრობს. ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ბევრი საფრთხე არის ჩვენს გარშემო. ამ საფრთხეებში ვცხოვრობთ ბოლო 30 წელია თუ არა საუკუნეები. ასე, რომ საფრთხეები ბევრია. ჩვენ ამოსავალი წერტილი უნდა გვქონდეს მხოლოდ ერთი რამ - რა არის ქართველი ხალხის ინტერესში. რაც არის ქართველი ხალხის ინტერესებში, იმას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და არა იმას, რაც არის სხვა ხალხის, სხვა ხელისუფლებების თუ სხვა ჯგუფების. ამ ინტერესის განხორციელებისთვის ხან რუსეთი გვასანქცირებდა, ეს ასე ხდება. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ჩვენი ხალხის ინტერესს გავყვეთ და საბოლოდო, ეს ყოველთვის შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება