ლადო მგალობლიშვილი - არნახული ზეწოლის პირობებში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, საქართველომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, ეს ეპოქალური მოვლენაა - საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ბრუტალურ ომში ჩართვაზე

არნახული ზეწოლის პირობებში, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, საქართველომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, ეს ნამდვილად ეპოქალური მოვლენაა,- ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისივე თქმით, საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ბრუტალურ ომში ჩართვაზე.

„გილოცავთ, პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. 28 მაისი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების დღე. ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს ადგილი, აზიისა და ევროკავშირის სატრანსპორტო დერეფანში, დღითი დღე იზრდება. უფრო მეტიც, 2030 წლისთვის, ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთების 70 %-ს, ევროკავშირი, სწორედ, საქართველოს გავლით მიიღებს. ამიტომაც, მძლავრი გლობალური მოთამაშეების ინტერესებში არ შედის საქართველოში დამოუკიდებელი ხელისუფლების არსებობა, რადგან, ამ შემთხვევაში, ისინი ამ დერეფანს ვერ გამოიყენებენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის.

მეორე ფაქტორი - საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ბრუტალურ ომში ჩართვაზე, რაც ჩვენს ლამაზ ქვეყანას გადააქცევდა სამხედრო პოლიგონად. დაიხოცებოდნენ ბავშვები, ქალები, მოხუცები, მოხდებოდა ათასი უბედურება. ეს უმძიმესი სურათი კი, ომის მოსურნე გლობალურ ძალებს მისცემდა უდიდეს მორალურ და ფინანსურ უპირატესობას რუსეთი წინააღმდეგ საქართველოს ხარჯზე. სწორედ ამ მიზეზების გამო მოიცალეს ჩვენი პატარა საქართველოსთვის უდიდესმა საერთაშორისო აქტორებმა. მაგრამ მიუხედავად აქამდე არ გაგონილი უსამართლო ზეწოლისა, საქართველომ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ეს კი, ნამდვილად ეპოქალური მოვლენაა.

გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონის მიღება ეს არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ღირსეული პასუხი საერთაშორისო უსამართლობაზე. ამით ჩვენ შევამცირებთ უცხოურ გავლენებს საქართველოს შიდა საქმეებზე“, - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი