ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ ქართული ოცნებისა და „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით მჟავანაძის განცხადებას მოჰყვა. სხდომის დაწყების დროს ის შეეცადა გაეკრიტიკებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და სურდა გაეჟღერებინა მათი ფრაქციის მიერ სხდომის დატოვებაზე , თუმცა, ამის საშუალება მმართველი პარტიის დეპუტატებმა არ მისცეს. „ ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ქეთი ხომერიკმა სხდომაზე რუსული რუბლები მიიტანა და დავით მჟავანაძეს გადასცა, რასაც თავის მხრივ, ოპოზიციონერი წევრების გაღიზიანება მოჰყვა.

ხმაურის გამო საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, თუმცა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, აღნიშნული კანონი ქვეყნისთვის დამღუპველია.

საბოლოოდ, ფრაქცია „ ერთიანმა ნაციონალურმა“ მოძრაობამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა.

„ფრაქცია „ ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება,პროტესტის ნიშნად, რომელიც უკავშირდება გუშინ პარლამენტში მიღებულ რუსულ კანონს დაგვეტოვებინა საკრებულოს სხდომა და გამოგვეცხადებინა ბოიკოტი და ამ განცხადების გაკეთება გვინდოდა და სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის „ქართული ოცნების“ და უკვე რაღაც „ კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლებმა, შეიძლება ასე ითქვას არ მოგვცა საშუალება, რომ ეს გვეთქვა და ჩვენი ამ კონსტიტუციით გარანტირებული ფორმა გამოგვეხატა და სიმბოლური იყო ის, რომ დღეს ისინი გამოცხადდნენ რუსული რუბლებით მე მათ მოვუწოდებ, რომ ეს რუსული რუბლები შეინახონ, რადგან დასჭირდებათ - ვეღარ იფრენენ დასავლეთის ქვეყნებში და წითელ მოედანზე აუცილებლად დასჭირდებათ სხვადასხვა მომსახურების მისაღებად. სამწუხაროა ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და ოზურგეთის საკრებულოში ხდება. საუბედუროდ, „ქართული ოცნების“ არცერთ დეპუტატს არ აღმოაჩნდა გამბედაობა შესწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს, კანონს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ და აცილებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს”, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, -დავით მჟავანაძემ.

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა განახლდა, თუმცა მას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არ ესწრებიან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო