შალვა პაპუაშვილი - კანონი მიღებულია ქართველი ხალხის სახელით - ნებისმიერი უცხოელი, რომელიც მას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიას, ეს არის რუსული სტილი

ეს კანონი მიღებულია ქართველი ხალხის სახელით. ნებისმიერი უცხოელი, რომელიც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიას, როგორც ასეთს და ეს არის რუსული სტილი საკითხების მიმართ მიდგომისა, ამას რუსეთი აკეთებს უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუჯერონ არც ერთ უცხოელს, რომელიც იმ პირობებში, როდესაც არანაირი ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან მინიჭებული არ აქვს, მაინც ქართველი ხალხის სახელით მის სურვილებზე საუბრობს.

„მე ვნახე ბევრი განცხადება, სადაც უცხოელი პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რა არის ქართველი ხალხის ნება. არ დაუჯეროთ არც ერთ უცხოელს, რომელიც ქართველი ხალხის სახელით დაგელაპარაკებათ. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე არაკეთილსინდისიერი საქციელი, ილაპარაკო სხვა ქვეყნის ხალხის სახელით, რომელმაც არ მოგცა ერთი გრამი ლეგიტიმაცია და პრეტენზიას აცხადებ, რომ უცხო ქვეყნის ხალხის სახელით ლაპარაკობ. პირიქით, კითხვა დასვით, რომ რა არის ასეთი ადამიანის განზრახვა, რომელიც თქვენი სახელით ლაპარაკობენ ისე რომ თქვენ გრამი ლეგიტიმაცია არ მიგიციათ, არც ენა იციან, არც კულტურა, არც ისტორია, არც ქუჩაში გაუვლიათ ჩვენთან, ერთ ადამიანს არ იცნობენ ყოფით დონეზე? რა უფლებით და ლეგიტიმაციით საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, როცა მეორე მხარეს დგას ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია, რომ ისაუბროს ზუსტად ქართველი ხალხის სახელით?

ეს კანონი მიღებულია ქართველი ხალხის სახელით. ნებისმიერი უცხოელი, რომელიც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიას, როგორც ასეთს და ეს არის რუსული სტილი საკითხების მიმართ მიდგომისა, ამას რუსეთი აკეთებს უკრაინის მიმართ, როდესაც ამბობს, რომ სინამდვილეში ხელისუფლება არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და თავისი სურვილით ასახელებს და ნიშნავს თუ ვინ შეიძლება იყოს უკრაინელი ხალხის წარმომადგენელი. ეს არის რუსული სტილი. ჩვენ გვინახავს ჩვენს ქვეყანაზე ასეთი დამოკიდებულება, როდესაც გველაპარაკებოდა რუსეთის სხვადასხვა ხელისუფლება ქართველი ხალხის სახელით და გვეუბნებოდა, რომ ხალხი კარგია და ხელისუფლება არის ცუდი. ყველას მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, რომ რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი არ არის სწორი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დღეს კანონს სწორედ ის ევროპა აკრიტიკებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად და ამასთან, პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

„ეს ევროპა მიხეილ სააკაშვილს აღიქვამდა დემოკრატიის შუქურად და ლიდერად და გვეუბნებოდა, რომ ის პოლიტპატიმარია და რომ მას ვიღაც კლავდა, აი ეს ევროპაა ზუსტად, ვინც დღეს აკრიტიკებს კანონს. ამ ევროპამ, ამ ლიდერებმა, ამ დიპლომატებმა, სხვა აქტორებმა, ერთი ბოდიში მოუხადა ქართველ ხალხს, რომ ორი წელი გვატყუებდნენ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური მოტივით აქვს რაღაც მისჯილი, თითქოს სააკაშვილს ვიღაც წამლავს? ხომ გახსოვთ, თავი გაიგიჟა ზოგიერთმა ელჩმა, რომ აქ პოლონელი ექიმები ჩამოსულიყვნენ მიხეილ სააკაშვილთან, კონკრეტული ელჩები ამისთვის ზეწოლას ახდენდნენ ხელისუფლებაზე და მათ შორის, ევროპელი ლიდერები ახდენდნენ ზეწოლას- ჩამოვიდნენ და ლამის სპეცოპერაცია მოაწყვეს და წინდით გაჰქონდათ ნიმუშები. სად არის სხვათა შორის ის ლაბორატორიული დასკვნები, რატომ აღარ გამოაქვეყნეს, საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მოწამვლასთან დაკავშირებით? ეს ევროპა, რომელსაც დეზინფორმაციული შტურმი ჰქონდა, გამოვიდეს და ქართველ ხალხს მოუხადოს ბოდიში. პასუხისმგებლობა ახლა არის იგივე ევროპელების მხარეს, რომლებმაც ორი წელი ატყუეს ქართველი ხალხი. ეს ევროპელები - ყველა ელჩი, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ის ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა, გამოვიდეს, მოიხადოს ბოდიში, ამოშალონ რეზოლუციებიდან ის ტყუილი ჩანაწერები, რომლებიც ევროპარლამენტში და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აკადრეს ასეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციებს და შემდეგ გადავიდნენ მეორე საკითხზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო