შვედეთი უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

აღნიშნული პაკეტის ფარგლებში შვედეთი უკრაინას ASC 890 სადაზვერვო და საკონტროლო თვითმფრინავს, ჯავშანტრანსპორტიორებს, Rb 99 რაკეტებს და საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს.

ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე შვედეთმა უკრაინის დასახმარებლად გამოყო.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა