ირაკლი ზარქუა - როცა თავს დაიფასებ, ღირსებას და ქართველი ხალხის ნებას დაიცავ და შენს სუვერენიტეტს მეტად გააძლიერებ, მერე ყველა მოვა და პატივს გცემს - სანქციებით შანტაჟი არ გამოვა, შანტაჟი კი არა იმპერიები გვეომებოდნენ

როდესაც შენ თავს დაიფასებ, ღირსებას და ქართველი ხალხის ნებას დაიცავ და შენს სუვერენიტეტს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებ, მერე ყველა მოვა და პატივს გცემს - ჩვენო სტრატეგიულო პარტნიორებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის უძველესი ცივილიზაციის მქონე სახელმწიფო, ღირსეული ერი დიდი წარსულით და ისტორიით, სანქციებით შანტაჟი არ გამოვა იმიტომ, რომ ასე არ მოსულა ეს ქვეყანა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, „ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც აღასრულებს ქართველი ხალხის ნებას და სურვილს, რომ ქვეყანა უფრო მეტად იყოს დაცული, რომლის მიმართაც დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ყველას აქვს ინტერესი, რომ გავლენის ქვეშ იყოს“.

„მთელი ევროპა, მათ შორის გახსოვთ ევროკავშირის ელჩების დემარში, რომლებიც გვთხოვდნენ, რომ სააკაშვილი იქიდან უნდა გამოუშვათ, თორემ კანდიდატის სტატუსს ვერ ეღირსებითო. გახსოვთ რეზოლუციები რეზოლუციაზე რომ მოდიოდა ევროპარლამენტიდან. ფოტიგები, კუბილიუსები, რაისები და ა.შ, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ თუ იმას [მიხეილ სააკაშვილს] არ გამოუშვებთო. არ გამოვუშვით და ჩვენ დამსახურებულად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. როდესაც შენ თავს დაიფასებ, ღირსებას და ქართველი ხალხის ნებას დაიცავ და შენს სუვერენიტეტს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებ, მერე ყველა მოვა და პატივს გცემს. ჩვენ, დიახ, ამ მოდელის მომხრე ვართ - არა ცალ ფეხზე, არამედ ღირსებით. კიდევ ერთხელ, ჩვენო სტრატეგიულო პარტნიორებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის უძველესი ცივილიზაციის მქონე სახელმწიფო, ღირსეული ერი დიდი წარსულით და ისტორიით. სანქციებით შანტაჟი არ გამოვა იმიტომ, რომ ასე არ მოსულა ეს ქვეყანა. შანტაჟი კი არა იმპერიები გვეომებოდნენ. დღეს იმპერიები არ არსებობენ, საქართველო - მართლმადიდებელი სახელმწიფო, დგას და კიდევ იქნება, სანამ ეს დედამიწა იტრიალებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და მოგიწოდებთ რომ გაიგოთ - ჩვენც გვაქვს სამშობლო, რომელიც უნდა დავიცვათ ისე, როგორც თქვენ იცავთ უფრო მკაცრი კანონით. ასე რომ, მოგვიტევეთ, მაგრამ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც აღვასრულებთ ქართველი ხალხის ნებას და სურვილს, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად იყოს დაცული, რომლის მიმართაც დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ყველას აქვს ინტერესი, რომ გავლენის ქვეშ იყოს“, - განაცხადა ზარქუამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო