შალვა პაპუაშვილი - ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა მოიხადოს ბოდიში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა და ამოშალონ რეზოლუციებიდან ყველა ის ჩანაწერი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციებს აკადრეს

ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა მოიხადოს ბოდიში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა და ამოშალონ რეზოლუციებიდან ყველა ის ჩანაწერი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციებს აკადრეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ ადამიანებს, ვისაც ქართველ ხალხზე დეზინფორმაციული შტურმი ჰქონდათ, ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ისინი ჩართული იყვნენ რუსული სტილით ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდაში.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ის აქტორები, რომლებიც თავის დროზე მას ლამის პოლიტპატიმრად მოიხსენებდნენ და მის გამოშვებას წინაპირობად აყენებდნენ კანდიდატის სტატუსისთვის, იგივე სახეებს ვისაც დღეს ხედავთ განცხადებებში, ჰქონდათ 2-წლიანი შტურმი საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის ტვინების წინააღმდეგ, რომ დაერწმუნებინათ ქართველი ხალხი, რომ მიხეილ სააკაშვილს ვიღაც წამლავდა და კლავდა ციხეში, რომ ეს იყო წითელი ხაზი და ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. ეს ევროპა მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად აღიქვამდა და გვეუბნებოდა, რომ ის პოლიტპატიმარია. ამ ევროპამ ერთი ბოდიში მოუხადა ქართველ ხალხს რომ ორი წელი ატყუებდნენ ხალხს თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვიღაცა წამლავს?

თავი გაიგიჟა ზოგიერთმა ელჩმა, რომ აქ პოლონელი ექიმები ჩამოსულიყვნენ, ახდენენ ხელისუფლებაზე ზეწოლას. ჩამოვიდნენ ექიმები და ლამის სპეცსამსახურების სპეცოპერაცია მოაწყვეს და წინდით გაჰქონდათ ნიმუშები. ამ ევროპამ, რომელიც ქართველ ხალხზე დეზინფორმაციული შტურმი ჰქონდა, გამოვიდეს და ხალხს ბოდიში მოუხადოს. ჩართული იყვნენ რუსული სტილით ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდაში. ამიტომ ახლა პასუხისმგებლობა იმ ევროპელების მხარეს არის, რომლებმაც ორი წელი ატყუეს ხალხი. ყველა ელჩმა, ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიაზრებდა და და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად, მოიხადოს ბოდიში, ამოშალონ რეზოლუციებიდან ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ევროპარლამენტში და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებს აკადრეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის