საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ პროექტ LISS24-ის კონსორციუმის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, ევროკავშირის პროგრამა „Erasmus+“-ის პროექტის - „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (LISS24, Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ფინეთში, ტურკუს და ჰააგა-ჰელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, LISS24-ი Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომლის მიზანი საინჟინრო განათლებაში ინოვაციური კომპეტენციის ამაღლებაა.

როგორც სტუ-ის დელეგაციის წევრი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აღნიშნავს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, მონაწილეობა მიიღეს LISS24-ის კონსორციუმის შეხვედრებსა და სასწავლო-პრაქტიკულ ღონისძიებებში, რომლებსაც ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის დელეგაცია, ევროპის 10 ქვეყნის 26 უნივერსიტეტის დელეგაციებთან ერთად, შემფასებლის სტატუსით, მონაწილეობდა ჰელსინკიში, ჰააგა-ჰელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გამართულ „ევროპული სეილების კონკურსში“, რაც უნიკალური გამოცდილებაა სამომავლოდ, პროექტის ეგიდით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი ინპლემენტაციისთვის.

„LISS24-ი ითვალისწინებს საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისთვის B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებას და პროდუქციის „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას. ფინეთის უნივერსიტეტებში მიღებული გამოცდილება დიდად დაგვეხმარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებაში. ეს კი გულისხმობს აკადემიური პერსონალის გადამზადებას ტრენინგებისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; სერვისებისა და პროცესების განვითარებას; სასწავლო კურსების დანერგვასა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის - Sales Lab-ის ამოქმედებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური, პირდაპირი და ონლაინ გაყიდვების გამოცდილების ჩართვას სასწავლო პროცესში. LISS24-ის შედეგების პირველადი პილოტირება და პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებების განხორციელება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოხდება, რაც ჩვენს სტუდენტებს პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. გარდა ამისა, LISS24-ის ეგიდით, საქართველოში პირველად გაიმართება „სეილების სტუდენტური კონკურსი“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ LISS24-ის პროექტის კონსორციუმში, განათლების უმაღლესი დონის ექსპერტის სტატუსით, მიწვეულია რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის შედეგების ინსტიტუციონალიზაციისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს მეტად ზრდის“, - აღნიშნავს ბორის გითოლენდია.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტი - „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (LISS24), რომელიც 2026 წელს დასრულდება, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებში ფინანსდება. პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის: საქართველოდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და სომხეთიდან. საქართველოში LISS24-ის ეროვნული კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროექტის პარტნიორი კი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში LISS24-ის ინსტიტუციურ კოორდინაციას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო