არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, მე უნდა გადავამოწმო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის

[სალომე ზურაბიშვილი] საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ მე უნდა გადავამოწმო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის - ეს შეკითხვა, რაც დაისვა, თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, როცა კონსტიტუციაში კითხვაზე პასუხი გვიწერია, იმ კითხვით როგორც მინიმუმ, რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა რეფერენდუმთან დაკავშირებით ნიშნავს შემდეგს: ის საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ მე უნდა გადავამოწმოო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის. ეს შეკითხვა, რაც დაისვა, თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური. როცა კონსტიტუციაში კითხვაზე პასუხი გვიწერია, იმ კითხვით როგორც მინიმუმ, რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო. ძალიან საინტერესო იქნება დღის ბოლომდე ოპოზიციური პარტიების პასუხი და რეაქცია ამ ინიციატივაზე. თუ ისინი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას ემხრობიან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ისინი იზიარებენ კითხვის ნიშანს, რაც დაუსვეს საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას, მაშინ როდესაც ჩვენ და საზოგადოების უმრავლესობას ეს კითხვის ნიშანი არ აქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანება. ამ საპროტესტო აქციების შემდეგ რატომღაც რადიკალურ ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს რჩებათ კითხვა თუ რა სურს ქართველ ხალხს. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ეს კითხვა, არც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ამიტომ, ამ პროცესმა როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და ზურაბიშვილი მიიყვანა იქ, საიდანაც დაიწყეს საერთოდ ამ აქციების ორგანიზება და მხარდაჭერა იმ დესტაბილიზაციის, რომლის მოწყობასაც ცდილობდნენ”, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი მზადაა, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: „გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება