ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ალექსეი დიუმინი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ალექსეი დიუმინი დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს მდივნად დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, ა.გ. დიუმინი“. - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.

51 წლის ალექსეი დიუმინი წარსულში ვლადიმერ პუტინის პირადი მცველი იყო, ხოლო 2016 წლიდან ტულის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ დატოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა.

ალექსეი დიუმინამდე რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობა იგორ ლევიტინს ეკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს