ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ოპოზიციის წევრების მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაკრიტიკებას მოჰყვა.

მათი თქმით, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, საქართველოს და ქართველ ხალხს განაჩენი გამოუტანა. სხდომაზე ისმოდა ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.

„გუშინ, „შულავერის კომიტეტმა“ განაჩენი გამოუტანა საქართველოს და ქართველ ხალხს. გარუსებას, ჭაობში ჩაფლობას მისცეს ხმა. კანონზე ხმის მიმცემთა სიას რომ კითხულობდნენ, არ მინდოდა ჩემი ფოთელი ამოეკითხა და რომ ამოიკითხეს სიკვდილი გავათავე. ჩემი ქალაქი ჩემთვის ყველაფერია და აქედან იწყება ჩემი სამშობლო . არ მიბრძოლია მთელ ჩემი ცხოვრება იმისთვის, რომ ამათ რუსებისთვის ეჩუქებინათ საქართველო“, - განაცხადა პარტია „ ახალის“ წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.

თავის მხრივ, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ დღეს ოპოზიციამ მორიგი სპექტაკლი გამართა.

„დღეს კიდევ ერთხელ ჩაატარეს მორიგი სპექტაკლი , გამოჩნდა კიდევ ერთხელ თუ როგორ უტიფრად ატყუებენ მოსახლეობას. რეალურად, სხდომაზე, კამერების წინ აცხადებენ ბოიკოტს, მაგრამ დოკუმენტებს, რომლის საშუალებითაც ხელფასი უნდა აიღონ აწერენ ხელს. თუ ხარ პოლიტიკური ძალა, მაშინ არცერთ დოკუმენტს ხელი არ უნდა მოაწერო, მით უმეტეს, ხელფასის ასაღებ დოკუმენტს. რეალურად ისინი ბოიკოტს აცხადებენ და ხელფასის აღება უნდათ უსაქმურობაში. როდესაც „ მონას“ და „მოღალატეს“ ეძახიან პიროვნებებს, თან უსაფუძვლოდ, ყველანაირი პიროვნული კულტურა ირღვევა, პასუხი იყო ჩვენგან ადეკვატური”, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაალ კვინჩიამ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა