შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას - საქართველოს პარლამენტში იმყოფებით, დუმაში როცა იქნებით, იქ ისაუბრეთ - მეტი განათლება და მეტი ზრდილობა რომ გქონდეთ, კარგი იქნება - გასაგებია, რომ წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ

ქალბატონო თეონა, თქვენ საქართველოს პარლამენტში იმყოფებით. დუმაში, როცა იქნებით, იქ ისაუბრეთ, ჩვენ პარლამენტი ვართ, მთავრობა არ ვართ სხვათა შორის, ესეც უნდა იცოდეთ, ეს საკანონმდებლო ორგანოა, ცოტა მეტი განათლება და ცოტა მეტი ზრდილობა რომ გქონდეთ, კარგი იქნება, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, სადაც „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება, აქუბარდიამ მთავრობა რუსულად მოიხსენია, რის შემდეგაც, მას პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა შეაწყვეტინა.

„მივესალმები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და მადლობა მინდა ვუთხრა იმ ვეტოსთვის, რომელიც პრინციპული პოზიციაა და რომელიც წინააღმდეგობაა არამხოლოდ კანონთან მიმართებაში, არამედ ვფიქრობ, რუსულ მთავრობასთან მიმართებაში“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში ერთი კაცის - „ბიძინა ივანიშვილის საქმეს აკეთებს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური კურსის წინააღმდეგ წავიდა და თავის ფულის გამო ქვეყნის ბედით ვაჭრობს“.

აქუბარდიას თქმითვე, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი, არასდროს დაბრუნდება რუსული გალენის ქვეშ და რომ ოქტომბერში ხალხი გასცემს პასუხს მათ შორის, ივანიშვილს, რომელიც საკუთარი და კრემლის ინტერესების გასატარებლად მოვიდა“.

ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, საზოგადოება ხელისუფლებას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დააკისრებს, „მორალური პასუხისმგებლობა კი, რომ არ გაგაჩნიათ, ამას ისედაც ხედავს“.

აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ ის „საარჩევნო სიის გამო, ასეთ მდაბიო საქციელზე არ უნდა წავიდეს“.

„ვაიმე, ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობის ერთად თქმა, როგორ შეგიძლიათ მიკვირს, წესით უნდა გასკდეთ ამ დროს ბოღმისგან, ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული ტრიალებს ოპოზიციის მხარეს, განსაკუთრებით, ქალ დეპუტატებს ერჩის და ბოღმებად აქცევს. ეს ბოღმა დაგახრჩობთ. სირცხვილი, ამ დონემდე რომ ხართ დაშვებული. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ, რომ ვინმეს თავი მოაწონოთ, რომ სიაში ჩაგსვათ, მაგრამ ამის გამო, ასეთი მდაბიო გამოსვლები, ასეთი მდაბიო საქციელი, რასაც თქვენ კადრულობთ, არ ვიცი, უბრალოდ, საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიოობაზე არ უნდა წახვიდეთ. უცხოეთთან თანამშრომლობას რაც შეეხება, თქვენკენ მოიკითხეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში