პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, რეფერენდუმთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე კომენტარები დაწვრილებით პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით კომენტარები დაწვრილებით პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდება.

აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

“რაც შეეხება რეფერენდუმს, ამაზე კომენტარები დაწვრილებით გაკეთდება პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მხრიდან”- აღნიშნა მსხილაძემ

გარდა ამისა, მსხილაძემ ისაუბრა ე.წ. ოფშორების კანონზე და აღნიშნა, რომ ის ცალსახად დისკრიმინაციულია და კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

„ოფშორულ კომპანიებში დარეგისტრირებულია კომპანიები, რომელთა ფულის და მფლობელების წარმომავლობა უცნობია. კანონი არის ცალსახად დისკრიმინაციული, არათანაბარ პირობებში აყენებს კომპანიებს. რასაც ჩვენ ვთხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს - მათთვის მიღებული თანხების გამჭვირვალობას, ამ შემთხვევაში რატომ არ ვითხოვთ გაურკვეველი კომპანიების თანხების და მფლობელების წარმომავლობას”, - განაცხადა მსხილაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება