ლევან დავითაშვილი - მიუხედავად მოკლევადიანი მღელვარებისა, რომელიც შეიძლება ინვესტორებს ჰქონდეთ, მათთვის გასაგები იქნება, რომ ჩვენთან სანდო ეკონომიკური გარემოა - ასეთი პოლიტიკური მღელვარება არაერთხელ ყოფილა

არამარტო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ყოფილა არაერთი ასეთი პოლიტიკური მღელვარება. გაცხადებული პრიორიტეტები გვაქვს, რაც ძალიან მკაფიოა. ეს უკავშირდება ევროინტეგრაციას, ევროპასთან მეტ თანამშრომლობას, ხარისხიან თანამშრომლობას. ეს იმ რეჟიმში გაგრძელდება, როგორც არის გაცხადებული,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიწვევს თუ არა უარყოფითი ეკონომიკურ ეფექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი.

მისივე თქმით, მიუხედავად მოკლევადიანი მღელვარებისა, რომელიც შეიძლება ინვესტორებს ჰქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში ინვესტორებისთვის გასაგები იქნება, რომ საქართველოში გრძელვადიანად სანდო ეკონომიკური გარემოა.

„რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივებს, ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკა გააგრძელებს სტაბილურ განვითარებას. ასევე, მოლოდინია, რომ გვექნება ძალიან შინაარსობრივი დიალოგი, ამას ალტერნატივა არ აქვს. ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა ძალიან ემოციური პროცესები, მაგრამ არ გვქონია დიალოგის რეჟიმი, შინაარსობრივი განხილვები საკითხებთან დაკავშირებით.

მიუხედავად მოკლევადიანი მღელვარებისა, რომელიც შეიძლება ინვესტორებს ჰქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში ინვესტორებისთვის გასაგები იქნება, რომ არის გრძელვადიანად სანდო ეკონომიკა.

ბოლო წლებში ამას აჩვენებდა საქართველოს ეკონომიკა. ინვესტორებისთვის ეს იყო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემო. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ 5 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მივიღეთ. ეს ინვესტიციები იმიტომ მივიღეთ, რომ აქ იყო ნდობა, ისეთი ეკონომიკური გარემო, რომელიც ინვესტორებისთვის ხელსაყრელი იყო. ისეთ სარგებელს იღებდნენ, რომელსაც სხვა ეკონომიკებში ვერ მიიღებდნენ.

საქართველოს ეკონომიკა ამ მიმზიდველობას შეინარჩუნებს, საბოლოოდ ინვესტორებისთვის ობიექტურად დასაყრდენია ის ინდიკატორები და რეიტინგები, რომელიც მოდის კომპეტენტური სარეიტინგო შემფასებელი კომპანიების მხრიდან. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, საკმაოდ ტენდენციური მაღალი პასუხისმგებლობის მაკროეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს.

მოკლევადიანი რყევები გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, უალტერნატივოა დიალოგი და კომუნიკაცია. არამარტო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ყოფილა არაერთი ასეთი პოლიტიკური მღელვარება. გაცხადებული პრიორიტეტები გვაქვს, რაც ძალიან მკაფიოა. ეს უკავშირდება ევროინტეგრაციას, ევროპასთან მეტ თანამშრომლობას, ხარისხიან თანამშრომლობას. ეს იმ რეჟიმში გაგრძელდება, როგორც არის გაცხადებული“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, ელოდება თუ არა სანქციებს, ლევან დავითაშვილმა უპასუხა: "არ ველოდები".

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო