შვედეთის პრემიერი - უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა

უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

ულფ კრისტერსონმა შვედეთის მიერ უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი იმ ძირითად სამ საკითხზეა ფოკუსირებული, რომელიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, საარტილერიო საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა.

„გუშინ, უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის ტელეფონით ვესაუბრე და გავიმეორე ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს: უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა. ჩვენ უკრაინას მხარს იქამდე დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება. უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის“, - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს შვედეთმა უკრაინის დასახმარებლად 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტია, რომელიც სტოკჰოლმმა კიევს გადასცა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის