ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი „ისტორიული ბაღების VII  ევროპულ ფორუმს“ მასპინძლობს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი „ისტორიული ბაღების VII ევროპულ ფორუმს“ მასპინძლობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი ნიკოსეულ სასახლეში, ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ გახსნა. მერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობასა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიაზე ისაუბრა.

მერის თქმით, აღნიშნული ფორუმი ხაზს უსვამს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიულ მნიშვნელობას და მის წვლილს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში.

„დღევანდელი ფორუმი არის საშუალება, რომ ევროპამ უფრო ახლოს გაიცნოს ბოტანიკური ბაღისა და ზუგდიდის ისტორია, გაიცნონ მისი დენდროლოგიური და ტურისტული პოტენციალი. ასევე, ჩვენთვის კარგი საშუალებაა გავეცნოთ სხვადასხვა პრაქტიკას, კულტურული მემკვიდრეობის მართვას და მცენარეთა ფიტოსანიტარული დაცვის მეთოდოლოგიას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ბოტანიკური ბაღის მენეჯმენტს. ზოგადად, ეს არის შესაძლებლობა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციისთვის, რათა მან დაიკავოს უმნიშვნელოვანესი ადგილი ევროპის ბოტანიკური ბაღების მარშრუტში,“ - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მერიის ცნობითვე, კონფერენციაზე სხვადასხვა ევროპული ბაღის წარმომადგენლები ერთმანეთს ბაღებში არსებულ საერთო გამოწვევებს, საშიშროებებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

„უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიების ქალაქ ზუგდიდში ჩატარებას საფუძველი გასული წლის მაისის თვეში ჩაეყარა, როდესაც ბაღის დირექტორი შალვა აგუმავა რიგით მეექვსე ფორუმზე. იტალიის ქალაქ ფლორენციაში იმყოფებოდა. ევროპული ბაღების გაერთიანების ასოციაციის წევრობას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 2022 წელს შეუერთდა“, - ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო