ანრი ოხანაშვილი - ყველამ კეთილი ინებოს და პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცეს! - გვესაუბრონ როგორც პარტნიორები და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა

ყველამ კეთილი ინებოს და პარტნიორ, მეგობარ ქვეყანას, ვინც ასეთად მიიჩნევს საქართველოს, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცენ, გვესაუბრონ როგორც პარტნიორები და ჩვენ მზად ვართ, მეგობრულად და პარტნიორულად გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ისინი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვალდებული არიან, რომ კონკრეტულ შემოტევებს პასუხი გასცენ, რადგან “როდესაც ისეთ რაიმეს გაბრალებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამას პასუხი სჭირდება“.

„ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ პარტნიორობის ფარგლებში ერთმანეთის აზრს და გადაწყვეტილებებს, ვეთანხმებით თუ არა, პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვალდებული ვართ, რომ კონკრეტულ შემოტევებს პასუხი გავცეთ. როდესაც ისეთ რაიმეს გაბრალებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამას პასუხი სჭირდება. ყველამ კეთილი ინებოს და პარტნიორ, მეგობარ ქვეყანას, ვინც ასეთად მიიჩნევს საქართველოს, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცენ, გვესაუბრონ როგორც პარტნიორები და ჩვენ მზად ვართ, მეგობრულად და პარტნიორულად გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა. თუმცა არა ისე, რომ მითითებებით და იარლიყების მიწებებით სცადონ ჩვენზე თავდასხმა”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება