პაატა კვიჟინაძე ე.წ. ოფშორების კანონზე - ეს შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება, ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს - სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა!

ეს კანონი შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება - მას ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს! სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა! - ასეთია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის პოზიციას ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე.

როგორც კვიჟინაძემ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, საფინანსო სისტემა გამჭვირვალეა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

“მანივალის რეკომენდაციებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ. შედეგად ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს. რა სანქციებზე ლაპარაკობთ ხალხო - თუ ვინმე დასანქცირდება, იმას საქართველო უშველის?! უბრალოდ უნდათ, რომ თუ ეს საკითხი ვინმეს არ ესმის ჩარჩეს ნეგატივი. გამორიცხულია, ვერავინ ვერავის სანქციებისგან ვერ დაიცავს!

სრულიად უვნებელი კანონი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. განხილვები დროში ე.წ „გამჭვირვალობის კანონს“ დაემთხვა. იფიქრეს, რომ მუხტი აეწიათ. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველ მოსმენაზე, როცა განხილვა პრინციპების დონეზე, არც კომიტეტზე და არც სესიაზე არავის ხმა არ გაუღია.

მაშინ როცა დღის წესრიგში გამჭვირვალობის კანონპროექტი დადგა, მისცეს ინსტრუქცია და ყველამ ერთ ხმაში დაიწყო ლაპარაკი. ისეთებმაც კი ამოიღეს ხმა ვისაც ეკონომიკაზე სიტყვა არასდროს არ უთქვამს - დაწერილი ტექსტი წაიკითხეს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ე.წ. ვეტოს, როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, ის მთლიანად ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს ეყრდნობა, რომელთა ვინაობა უცნობია.

„თუ ექსპერტები წერენ ვეტოს, მაშინ პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია რად გვინდა - შევქმნათ ექსპერტების საბჭო და იმან დაადოს ვეტო. ის მაინც გვეცოდინება ვინ არიან ეს ექსპერტები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო