ოთარ შამუგია - ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები

ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს აკვაკულტურას.

მისი თქმით, გასულ წელს საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად დამტკიცდა შესაბამისი ზონები აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში, 8 ლოკაციაზე, რაც აჩენს აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის, შესაბამისად, ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას.

„გარემოს ეროვნული სააგენტო, სხვა სამსახურებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რამდენიმე ლოკაციაზე სანებართვო პირობების შემუშავებისთვის და უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ, რომ გამოვაცხადებთ აუქციონებს, რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნესს, განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები ამ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს შიდა წყლის აკვაკულტურის განვითარებასაც“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რომ 2024 წლის 2 აპრილს ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები.

მისი თქმით, ამ აღიარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან, შესაძლებელი გახდა საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ამასთან, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის, აუცილებელია ადგილობრივი აგრო სასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შესაბამისი სტანდარტების დანერგვა. DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები საკანონმდებლო დაახლოების მიზნით. აქტიური მუშაობის შედეგად, დღეის მდგომარეობით, 200 ნორმატიული აქტიდან უკვე მიღებული და დაახლოებულია 138 ნორმატიული აქტი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, წარმატებით მიმდინარეობს და გრძელდება ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ხორციელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, მევენახეობისა და მეფუტკრეობის მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების და ბიოპრეპარატების თანადაფინანსებას.

„ჩვენ ვეხმარებით მწარმოებლებს ქართული აგრო სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციაში პრიორიტეტულ ბაზრებზე. სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და მხარდაჭერით, 2022-2023 წლებში 80-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 14 საერთაშორისო გამოფენაში და საკუთარი პროდუქცია წარადგინა. ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას. ჩვენ გვაქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტები ევროკავშირთან, აშშ-თან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და სხვა არაერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად. ეს პროექტები გვეხმარება როგორც სოფლის მეურნეობის ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024