საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციამ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის კონგრესში მიიღო მონაწილეობა

21-23 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციამ, სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის (CECC) XIX კონგრესში მიიღო, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ. კიშინეუში გაიმართა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონგრესის თემას წარმოადგენდა „სამოსამართლო თვითშეზღუდვის ფორმები და ფარგლები საკონსტიტუციო სასამართლოების მაგალითის გათვალისწინებით“ (“The forms and limits of judicial deference: the case of the constitutional courts").

„ღონისძიება გახსნა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა. თემატური სესიების ფარგლებში განხილული იქნა საკონსტიტუციო და სუპრანაციონალური სასამართლოების ურთიერთქმედების საკითხები, ასევე, პოლიტიკისა და სამართლის საკითხები კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისას და კონსტიტუციური პრინციპების დაცვა საგანგებო მდგომარეობის დროს. თემატურ სესიებზე მოხსენებებით წარსდგნენ ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები და მოსამართლეები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე.

ღონისძიებას 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის, ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები და მოსამართლეები, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეები, ასევე, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს წარმომადგენლები და კონსტიტუციური კონტროლის ორგანოების რეგიონალური გაერთიანებების წარმომადგენლები: აფრიკის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებიდან.

ღონისძიების პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა კოლეგებთან ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებიდან, რა დროსაც განხილული იქნა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. სამუშაო შეხვედრა გაიმართა ასევე მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA) თავმჯდომარესთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია აერთიანებდა სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას, სასამართლოს მდივანს, მოსამართლე გიორგი თევდორაშვილს და სასამართლოს სამდივნოს უფროსს, გიორგი ლომთაძეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია