ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტი  იქნება გარდამტეხი პროექტი იმისთვის, რომ მისი განხორციელებით  სრულფასოვანი კონკურენტული გარემო შევქმნათ - ეს არის  ჩვენი ამოცანა

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ზღვის პორტები ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია დერეფნის კონტექსტში, რადგან როდესაც გვაქვს სრულფასოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა და პორტები, მაშინ გვაქვს სრულყოფილი კონკურენტუნარიანი გარემო და კონკურენცია, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ფოთის პორტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, კონკურენციის ნაკლებობა, ზოგადად, განვითარების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია, მათ შორის საზღვაო მიმართულებით და ეს დერეფანს არ წაახალისებს.

„იცით, რომ საკმაოდ მაღალი ფასები გვქონდა და აქედან გამომდინარე, ტვირთმფლობელების მხრიდან იყო ბევრი უკმაყოფილება, შესაბამისად, ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის პროექტი იქნება გარდამტეხი იმისთვის, რომ სრულფასოვან კონკურენტულ გარემოს შევქმნით მისი განხორციელებით. ეს არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ფოთის პორტის გაფართოება-მოდერნიზების პროცესს.

„რამდენიმე წლის წინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია, როცა ახალი საპორტო ერთეული გაჩნდა ფოთში, იქ ახლაც მიმდინარეობს მოდერნიზაცია და საინვესტიციო პროექტები. უფრო დიდი გაფართოების პროექტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები და ალბათ დიალოგი გაგრძელდება ისეთი მოდელის შესარჩევად, რომელიც სახელმწიფოსთვისაც იქნება სასარგებლო და ინვესტორისთვისაც", - განაცხადა მინისტრმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია