ლევან არველაძე - პორტის მშენებლობას  დიდი გავლენა ექნება  მთელი  საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის, მიერ ანაკლიის პორტის პროექტში გამარჯვებული ჩინური კონსორციუმის გამოცხადების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ საქართველოში გრძელვადიანი და სანდო ეკონომიკური გარემოა.

ლევან არველაძის განცხადებით, პორტის მშენებლობას დიდი გავლენა ექნება მთელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე.

„ანაკლიის პროექტის ტენდერის გამარჯვებული რამდენიმე დღეში გამოცხადდება, ჩინურმა კომპანიამ სრულად დააკმაყოფილა სატენდერო პირობები. გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებებს რამდენიმე თვემდე დასჭირდება. შედეგად დასაქმდება ათასობით საქართველოს მოქალაქე და ამ ყველაფერს დიდი გავლენა ექნება როგორც სამეგრელოს რეგიონის, ასევე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა და აგრეთვე პასუხს სცემს იმ ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს, რომლებიც საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერებულია“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს