ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ დიპლომატიური კონფერენცია გაიმართა

შვეიცარიაში, ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ დიპლომატიური კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია შედგებოდა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებისგან, რომელთა შედეგადაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერით, მიიღეს ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულება ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და მათთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ.

„შეთანხმების შედეგად დადგინდა, რომ თუ საპატენტო განაცხადში მოთხოვნილი გამოგონება ეფუძნება გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნას, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს გენეტიკური რესურსების წარმოშობის ქვეყანა ან შესაბამისი წყარო. კონფერენციის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სახელით მონაწილეობა მიიღო საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა.

გენეტიკური რესურსები ფაქტობრივი ან პოტენციური ღირებულების გენეტიკური მასალაა, რომელსაც შეიცავს, მაგალითად, სამკურნალო მცენარეები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და ცხოველთა ჯიშები.

მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური რესურსები თავად არ შეიძლება პირდაპირ იყოს დაცული, როგორც ინტელექტუალური საკუთრება, მათი გამოყენებით შემუშავებული გამოგონებები შეიძლება დაცული იქნეს პატენტის საშუალებით.

ზოგიერთი გენეტიკური რესურსი ასოცირდება ტრადიციულ ცოდნასთან, რომელიც მკვიდრი ხალხებისა და, ასევე, ადგილობრივი თემების მიერ თაობიდან თაობებს გადაეცემა. ხშირად ეს ცოდნა აქტიურად გამოიყენება სამეცნიერო კვლევებში.

აღსანიშნავია, რომ WIPO-ს ორგანიზებით შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს 2001 წლიდან და გამოირჩევა მულტიკულტურული, მათ შორის, მკვიდრი ხალხებისა და ადგილობრივი თემების ჩართულობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო