გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკურ მორჩილებაში მყოფი 84 ადამიანის პოლიტიკური სუიციდი მოხდა, რაც ბევრად დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს, ვიდრე აქამდე ვიყავით

მე მგონია, [ვეტოს დაძლევა] პოლიტიკურად მაინც დადებითი მომენტი იყო, პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია მოხდა, ეს არის 84 ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ მორჩილებაშია - გუშინ მათი პოლიტიკური სუიციდი მოხდა , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ასევე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარტია წყალგამყოფია პარტიებისთვის, რათა ისინი დაიყონ იმის მიხედვით, ვინ არის რადიკალურად წინააღმდეგი „კრემლთან თანამშრომლობის“ და ვინ არის ამა თუ იმ ფორმით მომხრე.

მისივე თქმით, ქარტიასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რომელთა დაზუსტებაც საჭიროა, თუმცა პარტიები გრძნობენ პოლიტიკურ მომენტს, რომ ან უნდა გაემიჯნონ ბიძინა ივანიშვილს, კრემლს, პუტინს ან დეტალები ერთად განიხილონ.

„როცა 10-ზე მეტი წლის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ მათი მიზანი ევროპა და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა და ამას უცებ ზურგს აქცევენ, ეს ერთგულება აღარ არის. ეს ლოიალობა და ვალდებულებაა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. არ ვიცი მეტი მოტივაცია იყო შიში, ფინანსური ინტერესი თუ რა, მაგრამ ეს მაინც მოხდა. მე მგონია, ეს პოლიტიკურად მაინც დადებითი მომენტი იყო. ამ პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია მოხდა. პოლიტიკურ ძალასაც ვერ დავარქმევ, ეს არის 84 ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ მორჩილებაშია. ..გუშინ მათი პოლიტიკური სუიციდი მოხდა და მგონია, რომ ეს ბევრად უფრო დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს, ვიდრე ჩვენ აქამდე ვიყავით.

პრეზიდენტის ინიციირებული ქარტიის პოლიტიკური გზავნილი აბსოლუტურად ადეკვატურია. ეს არის შემდეგი - მოდით, გავიყოთ, ვინ არის რადიკალურად წინააღმდეგი კრემლთან თანამშრომლობის და ვინ არის ამა თუ იმ ფორმით მომხრე. ეს არის წყალგამყოფი, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ეს ქარტია არსებობს და ამ ქარტიას გააჩნია თავისი ღირებულება, რადგან წყალგამყოფი იქნება. ოპოზიციას ამ ტესტის გავლა კიდევ ერთხელ სჭირდება, რადგან ხომ არიან პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს. კითხვები, რაც გახარიას პარტიას აქვს და რისი დაზუსტებაც საჭიროა, სხვა პარტიებსაც უჩნდებათ, მაგრამ ისინი გრძნობენ პოლიტიკური მომენტს, რომ ან უნდა გაემიჯნონ ივანიშვილს, კრემლს, პუტინს ან დეტალები ერთად განიხილონ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე