გიორგი მარგველაშვილი - ოქტომბრის არჩევნები კონცეპტუალურად მაინც იქნება რეფერენდუმი: გვინდა რუსეთში თუ ევროპაში - მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ ისეთი ბიულეტენი, სადაც ღალატით გაბრაზებული ამომრჩეველი იპოვის ნომერს, რომელსაც შემოხაზავს

ოქტომბრის არჩევნები არა იურიდიულად, არამედ კონცეპტუალურად მაინც იქნება რეფერენდუმი იმაზე, გვინდა ჩვენ რუსეთში, თუ გინდა ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა.

ის გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა მოსახლეობას უნდა შესთავაზონ ისეთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც „ღალატით გაბრაზებული ამომრჩეველი იპოვის ნომერს, რომელსაც შემოხაზავს“.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს როგორც სოციალურად, ისე დასავლეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად, კიდევ უფრო გაღრმავდება.

„რეფერენდუმი ვერ შედგება, სანამ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღვადგენთ, შესაბამისად, სავარაუდოდ, პლებისციტზე ვსაუბრობთ. რეფერენდუმი იქნება თუ არ იქნება, ეს პოლიტიკური ფაქტია. ოქტომბრის არჩევნები არა იურიდიულად, არამედ კონცეპტუალურად მაინც იქნება რეფერენდუმი იმაზე, გვინდა ჩვენ რუსეთში, თუ გინდა ევროპაში. ამ პოლიტიკურ პოზიციას გააღრმავებს ის, რომ ეს საარჩევნო ბიულეტენზეც იყოს აღნიშნული.

ვფიქრობ, არაფრის დაჩქარება არ არის საჭირო, პოლიტიკური პროცესი უაღრესად პოზიტიურად მიმდინარეობს. დამიჯერეთ, ეს პროცესი გაღრმავდება როგორც სოციალურად, ისე იმ ზეწოლით, რომელიც იმედი მაქვს, დასავლეთისგან იქნება. ამიტომ მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ ისეთი ბიულეტენი, რომელიც მათთვის ყველაზე ადეკვატური იქნება და რომელშიც ღალატით გაბრაზებული ამომრჩეველი იპოვის ნომერს, რომელსაც შემოხაზავს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ