ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტზე - კვლავ სახეზეა რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღები და მათი კარნახით მიღებული გადაწყვეტილება

კვლავ სახეზეა რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღები და მათი კარნახით მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ჯაფარიძის თქმით, დღეს საქართველოს მთავრობამ დაადასტურა ის, „რაც უკვე ნათელი იყო“, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა „ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეაჩერეს“.

ჯაფარიძის თქმით, პროექტის შეჩერების მიზანი ქვეყნიდან დასავლური, ამერიკული ინვესტიციების განდევნა იყო.

„მას შემდეგ, რაც რუსეთში ღრმაწყლოვანი პორტები ვეღარ ფუნქციონირებენ, იმის გამო, რომ ისინი სამართლიან, საპასუხო თავდასხმას იღებენ უკრაინის მხრიდან, როგორც ჩანს, ამ ფონზე რუსეთმა გადაწყვიტა ნებართვა მიეცა "ქართული ოცნებისთვის", რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაწყებულიყო, ოღონდ, მათთვის სასურველი ინვესტორის მიერ.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ის, რაც გააჩერა და მოკლა საქართველოს მმართველმა ძალამ, ის გულისხმობდა ბიუჯეტიდან მინიმალურ ჩართულობას იმასთან შედარებით, რა ვალდებულებასაც დღეს იღებს საქართველოს მთავრობა, როცა ამბობს, რომ პორტის 51% დააფინანსებს საქართველოს ბიუჯეტიდან.

კვლავ სახეზეა მავნებლობა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ მიყენებული დარტყმა და კვლავ სახეზეა რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღები და მათი კარნახით მიღებული გადაწყვეტილება”, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება