დიმიტრი შაშკინი - შავ ზღვაში შემოდის აბსოლუტურად ახალი მოთამაშე, რომელსაც პრობლემები აქვს თურქეთთან, ევროპასთან, აშშ-სთან და არ აქვს მხოლოდ რუსეთთან - ჩინეთისა და რუსეთის ინტერესი გასაგებია: უნდათ, ხელში ჩაიგდონ შუა დერეფანი

რუსეთს, თურქეთს, ჩინეთს, ამერიკას და ევროპას შორის გაჭყლიტეს საქართველო, ძალით შეგვათრიეს ამ თემაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

დიმიტრი შაშკინის თქმით, საქართველოსთვის ახლა გადარჩენის საკითხი დგას.

„ბევრმა ვერ შეაფასა ბოლომდე, რა მოხდა ქვეყანაში ბოლო 2 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს, ჩინური კომპანიის შემოსვლით. არ ვაზვიადებ, 25 წელია ამ სფეროში ვარ, ვმუშაობდი როგორც გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით, როგორც IRI-ის ხელმძღვანელი. ბევრი რამ ვიცი და ბევრ რაღაცას ვხედავ, რასაც შეიძლება სხვა ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს. გადარჩენის საკითხი დგას საქართველოსთვის. ზუსტად ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა საერთო სია ოპოზიციას და მზად არის, რომ ბიულეტენში ნომერზეც და სახელზეც უარი თქვას, საერთო ერთობისთვის. ივანიშვილი თავის პარტიასთან ერთად შევიდა ისეთ პოლიტიკურ თამაშში, რომელშიც საქართველო კი არა ბევრად უფრო მსხვილი მოთამაშეები გაიჭყლიტებიან. ხომ ბევრს ყვიროდა „ქართული ოცნება“ იმაზე, რომ „ომი გინდათ?“, ჩვენ ახლა შეგვათრიეს - რუსეთს, თურქეთს, ჩინეთს, ამერიკას და ევროპას შორის, გაჭყლიტეს საქართველო, ძალით შეგვათრიეს ამ თემაში. მით უმეტეს, როცა ამერიკაში არჩევნებია და ყველასთვის ცნობილია, ტრამპის პოზიცია რამდენად ხისტია ჩინელების მიმართ“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დიმიტრი შაშკინის განმარტებით, ჩინური კომპანიის საქართველოში შემოსვლით, შავ ზღვაში აბსოლუტურად ახალი მოთამაშე შემოდის, რომელიც ევროპასთან, აშშ-თან და თურქეთთანაც დაპირისპირებულია.

„შავ ზღვაში შემოდის აბსოლუტურად ახალი მოთამაშე, რომელსაც უკვე პრობლემები აქვს თურქეთთან, ევროპასთან, აშშ-სთან. ერთადერთი, ვისთანაც პრობლემა არ აქვს, არის რუსეთი. ამ ორი მოთამაშის ინტერესი აბსოლუტურად გასაგებია, ზედა დერეფანი დაიხურა და ახლა უნდათ, რომ ხელში ჩაიგდონ შუა დერეფანი. ქვედა დერეფანს თურქეთი აკონტროლებს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის