შალვა პაპუაშვილი - თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც

ან ხარ სახელმწიფო და შენს სახელმწიფოებრიობას პატივს სცემ, ან ხარ დაქვემდებარებული ვასალი, ამაზეა საუბარი. როდესაც შენ ამბობ, რომ არ გაქვს უნარი თავად მიიღო გადაწყვეტილება, ეს ხომ მათი დევიზი და სლოგანია, რომ ცალ ფეხზე უნდა დადგე, თუკი ამას გეტყვიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამწუხარო საქციელი იყო ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში, ანტისამთავრობო მიტინგზე მივიდნენ.

მისი თქმით, ეს იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი.

„თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც. ჩვენ ვნახეთ ეს სამწუხარო საქციელი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და ზოგიერთი იქამდე ჩამოსული პარლამენტის წევრების, რაც იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიდიხარ საგარეო საქმეთა მინისტრი. თქვენ ნახეთ ესტონეთის პარლამენტში ამაზე დებატებიც კი გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ნაწილობრივ გაემიჯნა, რომ მან არ იცოდა თუ ის აპირებდა მიტინგზე გამოსვლას. თუმცა რაიმე რეაქციასაც ვერ ვხედავთ ამასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, დაღს დაასვამს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც გვქონდა ბალტიის ქვეყნებთან. როდესაც ამას კადრულობს ხელისუფლების წარმომადგენელი და ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდის. ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა და დაცინვა ქართველი ხალხის, რომლის არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზეც, რაღაც ცეცხლოვანი გამოსვლებით გამოდიოდნენ ეს პოლიტიკოსები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში ,,იმედი Live”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში