შალვა პაპუაშვილი - რასაც  ვხედავთ, რიტორიკას, თავდასხმას შვილებზე, სუფთა ფაშისტურ კამპანიებს, აი, ეს არის მათი წარმოსახვით ევროპა - 2012 წლამდე ასეთ ევროპაში ვცხოვრობდით, სადაც ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში და ჩუმად იყო ევროკავშირი

რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ რიტორიკას, თავდასხმას შვილებზე, სუფთა ფაშისტურ კამპანიებს, აი, ეს არის მათი წარმოსახვით ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, 2012 წლამდე ასეთ "ევროპაში ვცხოვრობდით", სადაც "ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში და ჩუმად იყო ევროკავშირი".

„ჩვენ დღეს რასაც ვხედავთ სხვათა შორის, ამაზეც არის საჭირო საუბარი, რასაც აკეთებს დღეს ოპოზიცია და სიმბიოზი - ოპოზიცია, „ენჯეოების“, ეს ლიბერალური ფაშიზმის რაღაც გამოვლინებები, ეპითეტები, თავდასხმები, გასაჯაროება ტელეფონის ნომრების, ოჯახის წევრებზე, შვილებზე შეტევები რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენ თუ დავფიქრდებით, ვინ აკეთებს ამას, ამას აკეთებენ „ენჯეო“ და ოპოზიციის ლიდერები, ეს სიმბიოზი. ანუ, ის ხალხი, ვინც ჩვენ, ვთქვათ, პროევროპული ე.წ. პლატფორმიდან გველაპარაკებიან და მათ თავისი მხარდამჭერებიც ჰყავთ ევროპაში. ხომ ვხედავთ, რომ მფარველები და გამომქომაგებლები ჰყავთ. ანუ, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ რიტორიკას, თავდასხმას შვილებზე, სუფთა ფაშისტურ კამპანიებს, აი, ეს არის მათი წარმოსახვით ევროპა. ასეთი ევროპისკენ მივყავართ და ჩვენ ასეთ ევროპაში ვიცხოვრეთ სხვათა შორის.

2012 წლამდე ასეთ ევროპაში ვცხოვრობდით, სადაც ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში და ჩუმად იყო ევროკავშირი. სადაც ადამიანებს რეცხავდნენ, მეცნიერებს და სხვა გამორჩეულ ადამიანებს და ჩუმად იყო ევროპა. სადაც ადამიანებს ქუჩაში დასდევდნენ, ხოცავდნენ, შემდეგ იწყალებდნენ, სასათბურე პირობებში ჰყავდათ ციხეებში და გაოგნდა ამაზე სტრასბურგის სასამართლო, მაგრამ სტრასბურგის სასამართლო დარჩა სტრასბურგში და ამაზე ჩუმად იყო ევროპა. ყველა ის პოლიტიკოსები, სახეები, რომლებსაც ხედავთ, ბევრი ამ პოლიტიკოსებისა, მაშინაც ლიდერები იყვნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში ,,იმედი Live”.

შალვა პაპუაშვილის განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის