შალვა პაპუაშვილი - ზოგი მოყვარეც აღმოჩნდა, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი უნარი, რომ თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები - ზოგმა ჩათვალა, რომ არიან ჩვენი მეურვეები და ვართ არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებსაც ჭკუის დარიგება სჭირდებათ

კანონის ამოქმედების შემდეგ გავიღვიძებთ საქართველოში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს კვლავ, ხელახლა გაუღვივდებათ ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 33 წლის თავზე ჩვენ კვლავ დავამტკიცებთ ბევრისთვის, რომ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ქვეყანა თავად მართოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორის საქციელმა აბსოლუტურად დააკნინა ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და მოქალაქეები ცრემლებამდე მიიყვანეს.

„კანონის ამოქმედების შემდეგ გავიღვიძებთ კვლავ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიგიჟემდეც კი მივიდა ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი, ეს ერთი სიმბიოზი, რომ მათ შორის, მოქალაქეებიც ცრემლამდე მიიყვანეს. ადამიანები იმდენად დააჯერეს, ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე, რომ ეს რაღაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ასეთ აბსურდამდე მიდის და სამწუხაროდ ეს ყველაფერი უმეტესწილად გარედან ცეცხლის წაკიდებით და ინსპირაციით ხდებოდა. გავიღვიძებთ საქართველოში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს კვლავ, ხელახლა გაუღვივდებათ ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 33 წლის თავზე ჩვენ კვლავ დავამტკიცებთ ბევრისთვის, რომ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ქვეყანა თავად მართოს. აღმოჩნდა, რომ ბევრმა შიგნითაც და გარეთაც ეჭვი შეიტანა ამაში.მტრებს რომ ამაში ეჭვი შეაქვთ, ეს გასაგებია და ამას ვხედავთ ჩვენი ორი ოკუპირებული რეგიონით, მაგრამ ზოგი მოყვარეც აღმოჩნდა, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი უნარი, რომ თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ზოგმა ჩათვალა, რომ არიან ჩვენი მეურვეები და ჩვენ ვართ არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებსაც ყოველ მეორე დღეს ჭკუის დარიგება სჭირდებათ. აი, ეს დაინახა ბევრმა და სამწუხარო ის არის, რომ ამ თამაშში მთავარი, რასაც ეყრდნობიან ხოლმე გარე მოყვარეები, რომლებიც ასე მეურვეობას ცდილობენ, უპირველეს ყოვლისა არიან შიგნით, ქართველები - ის ციხე, რომელიც ყოველთვის შიგნიდან ტყდება ხოლმე. ვნახეთ ჩვენ სამარცხვინო საქციელი ჩვენი ოპოზიციის და „ენჯეოს“ ერთი სიმბიოზისა, რომელმაც აბსოლუტურად დააკნინა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სიამაყე - ყველაფერი. უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, პარლამენტის წევრები დააყენა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე. ეს აკადრა საკუთარ ქვეყანას ამ სიმბიოზმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემის „იმედი LIVE“-ს ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში