შალვა პაპუაშვილი - ეს გარედან დაწერილი სცენარებია, ავტორები არიან ისინი, რომლებიც რეზოლუციებს ქმნიან და შიგნით წერენ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია - იგივე ადამიანები მორალს გვიკითხავენ მართლმსაჯულებაზე და ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკებიან

რაც შეეხება არჩევანს, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არჩევანი იქნება 26 ოქტომბერს. ქართველ ხალხს არჩევანი ექნება ომსა და მშვიდობას შორის. ეს არჩევანი დღესდღეობით ცხადზე ცხადია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ომის ქარტიის" ქვეშ გაერთიანებული "ომის პარტიები" „ნაცმოძრაობის“ ლიდერები არიან.

მისი თქმით, ამ "ფარსს და კინოს" აჩვენებენ წლიდან წლამდე.

„ჩვენ ვნახეთ ამ ე.წ. ომის ქარტიის ქვეშ გაერთიანებული ომის პარტიები. უბრალოდ სასაცილოა, რომ მერე ვინმე იძახის, მე „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვარო. „ნაცმოძრაობა“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“. „ევროპული საქართველო“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“. „გირჩი“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“. ელენე ხოშტარია, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“. „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც არის „ნაცმოძრაობა“. ყველა ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ ლიდერები არიან. ამ ფარსს და კინოს აჩვენებენ წლიდან წლამდე.ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ეს ხომ ქართველების მოფიქრებული არაა. მე მგონია, რომ ქართველს ეყოფოდა ამდენი ჭკუა, რომ ასე ნაცარს ვერ შეაყრი თვალში ქართველებს. ეს გარედან დაწერილი სცენარებია, რომლებიც ჩვენ რამდენჯერმე ვნახეთ. 2016 წელს სხვა რამე იყო, რომ ვითომ გაიყო? 2020 წელს, 2021 წელს სხვა რამე იყო? ახლაც იმავეს აკეთებენ. ავტორები არიან ისინი, რომლებიც რეზოლუციებს ქმნიან და შიგნით წერენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. ავტორები არიან ისინი, რომლებიც ზურაბ ადეიშვილს უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ ნიშნავენ, შემდეგ სტრასბურგსა და ბრიუსელში ხვდებიან იმ კაბინეტებში, რომელი კაბინეტებიდანაც იგივე ადამიანები ჩვენ მორალს გვიკითხავენ მართლმსაჯულებაზე. ხალხი, რომელიც კრიმინალს ხელს ართმევს და ელაპარაკება სასამართლო მართლმსაჯულებაზე - ეს ევროპელები ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკებიან. როგორ უნდა გველაპარაკებოდნენ? კრიმინალი, წამებისთვის სასჯელმისჯილი ადამიანი რომ გიზის კაბინეტში და ელაპარაკები კანონის უზენაესობაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე, რა მორალური ავტორიტეტი გაქვს მერე, რომ საქართველოს ელაპარაკო, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენე გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი სასამართლოს სასარგებლოდ. ეს ის ხალხია, რომელსაც კეზერაშვილი ჰყავს შეფარებული ევროკავშირში და თავისუფლად გადაადგილდება, დიდ ბრიტანეთშიც იმყოფებოდა და ხვდებოდა ამერიკელ ლობისტს. ამ ყველაფერს ხომ ვხედავთ და ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში? ამ ყველაფერს ხომ ხვდება ქართველი ხალხი? ეს ყველაფერი არაქართული და ანტიქართულია.

გუშინ რომ ოპოზიცია პარლამენტში უცხოური გავლენის მხარეს დადგა, 20-30 წლის წინ ხომ იქნებოდა ეს აბსოლუტური სირცხვილი და ისინი იქნებოდნენ დასაცინები ყველას მხრიდან? ამის ნორმალიზება რომ მოახდინეს თავის ამომრჩევლებში და შექმნილია გარკვეული ჯგუფი, რომელიც საქართველოს განიხილავს არა ცალკე მდგომად, არამედ რაღაცასთან მიმართებით. მათთვის საქართველო ცალკე უკვე ფასეულობა აღარაა. ქართულ დროშას რომ დაინახავენ, რაღაც უკმაყოფილება აქვთ. სხვა დროშები აინტერესებთ - სად არის, რატომ გვაკლია, რაღაც დროშა გვინდა. ქართული მათთვის არაა საკმარისი და ეს არის პრობლემა. საქართველო მათთვის არ არის საკმარისი საფიცარი და ეძებენ სხვა საფიცრებს და ხატებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემის „იმედი LIVE” ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024