ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცდილობს „მშვიდობის სამიტის“ ჩაშლას - ზეწოლას ახდენს ლიდერებზე, ღიად ემუქრება ქვეყნებს დესტაბილიზაციით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი კვლავ ცდილობს ჩაშალოს შვეიცარიაში დაგეგმილი მსოფლიო "მშვიდობის სამიტი" და ახორციელებს ზეწოლას ქვეყნებზე, რომ სამიტს არ დაესწრონ.

ზელენსკის ინფორმაციით კონფლიქტის მოგვარების გლობალურ ძალისხმევასთან ახლა თითქმის 100 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაა დაკავშირებული.

„რუსეთი ვეღარ შეძლებს სამიტის ჩაშლას, თუმცა ძალიან ცდილობს ამის გაკეთებას. ეს ახორციელებს ზეწოლა ლიდერებზე, ღიად ემუქრება სხვადასხვა ქვეყნებს დესტაბილიზაციით და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმისა, რომ მსოფლიო ტერორისტულ სახელმწიფოს ძალიან დიდ დროს აძლევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობის, პარლამენტის და სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები მუშაობენ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა დაესწროს სამიტს და ის ნამდვილად ეფექტური იყოს, რაც საჭიროა რეალურ მშვიდობასთან დასაახლოებლად.

ზელენსკის სურს, რომ სამიტმა, რომელიც დაგეგმილია 15-16 ივნისს შვეიცარიაში, შექმნას ფრონტი რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად და მისი "მშვიდობის ფორმულის" წინსვლისთვის - რომელიც რუსული ჯარების გაყვანას და უკრაინის 1991 წლის საზღვრების აღდგენას ითვალისწინებს. სამიტის შვეიცარიელ მასპინძლებს რუსეთი არ მიუწვევიათ და მოსკოვი აცხადებს, რომ ღონისძიებას, მისი მონაწილეობის გარეშე, აზრი არ აქვს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება