ირანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

ირანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო, -ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

28 ივნისს გასამართ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატები რეგისტრაციას 5 დღის განმავლობაში შეძლებენ.

პრეზიდენტობის კანდიდატებს საბოლოოდ ირანის მეურვეთა საბჭო დაამტკიცებს, რომელიც 12 წევრისგან შედგება და ზედამხედველობას ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უწევს.

შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირები, 19 მაისს ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება