გურამ მაჭარაშვილი - ეს ჩინური კომპანია რუსეთს აწყობსო - შე დალოცვილო, თუ პოლიტიკა არ იცი გავიგე, მაგრამ ეკონომიკა მაინც არ უნდა იცოდე? როგორ შეიძლება რუსეთს აქ ჩინური კომპანია აწყობდეს, როდესაც პირდაპირი კონკურენტია?

ეს ჩინური კომპანია რუსეთს აწყობსო - შე დალოცვილო, თუ პოლიტიკა არ იცი გავიგე, მაგრამ ეკონომიკა მაინც არ უნდა იცოდე? როგორ შეიძლება რუსეთს აქ ჩინური კომპანია აწყობდეს, როდესაც პირდაპირი კონკურენტია? - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას, ოპოზიციონერების განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ს პირველ რიგში, აწყობს საქართველოს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია ის საკითხი, რომ საქართველოს უკვე შუა დერეფნის მთავარი როლის შემსრულებელი გახდა, რაც ჩვენთვის არის არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით სარგებლიანი, ასევე პოლიტიკური წონის გაზრდით თვალსაზრისით. ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს ზოგიერთ ქვეყანას და აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. მათი ნარატივი ნახეთ უცოდინარობასთან ერთად. ეს ჩინური კომპანია რუსეთს აწყობსო. შე დალოცვილო, თუ პოლიტიკა არ იცი გავიგე, მაგრამ ეკონომიკა მაინც არ უნდა იცოდე? როგორ შეიძლება რუსეთს აქ ჩინური კომპანია აწყობდეს, როდესაც პირდაპირი კონკურენტია, რომ რუსეთის გზა აღარ იქნება და მისი კონკურენცია იქნება იქნება მინიმუმ ნახევრით შემოკლებული გზა და ხარჯები. როგორ შეიძლება, ეს რუსეთის ფედერაციას აწყობდეს? ეს პირველ რიგში, აწყობს საქართველოს. აქ მთავარი ის კი არ არის, რომ უცოდინრები და მავნებლები არიან, მთავარი ის არის, რომ სიტყვა - საქართველოს არ ახსენებენ. “აწყობს ამერიკას”, “აწყობს სხვა ქვეყანას”, საქართველოს რა აწყობს და რა არა ეს არ აინტერესებთ.

ეს ის პროექტია, რომელიც უკვე ხორციელდება და ვნახეთ, რომ იქ მონაწილეობდა ჩინეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, და ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ევროკავშირის პირდაპირი ინტერესია, რომ ჩინური პროდუქცია ექსპორტზე ნახევარჯერ უფრო შემცირებული, მინიმუმ ხარჯებით და დროში წავიდეს. ეს არის ინტერესი და ამ ღია ეკონომიკას ვერავინ ვერაფერს დაუპირისპირებს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება