ირაკლი კობახიძე - რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს - მადლობა მას ამისთვის

რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს - მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ „ქართულ ქარტიაზე“ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება ხდება.

„ინიციატივა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა, სინამდვილეში უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობაა. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს. მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის.

მანამდეც ვამბობდით, რომ ყველა ეს ადამიანი ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ და ახალ ხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს